saWmeli sokoebi - manWkvala
Домен: | Эукариоты |
Отдел: | Базидиомикота |
Класс: | Агарикомицеты |
Порядок: | Агариковые |
Семейство: | Физалакриевые |
Род: | Опёнок |
Вид: | Опёнок осенний |
Международное научное название: | Armillaria mellea |
მანჭკვალა - (ინგ. Armillaria mellea) (რუს. Опёнок осенний)
სინონიმი: უცნობია.
საკვები სახეობის სოკოები ფიზალაკრიული ოჯახის ჯიმლასებრთა ჯიშისა.
აღწერა
ქუდი დიამეტრით 3-10სმ (იშვიათად 15-17სმ), თავიდან ამობერილი, იშლება ბრტყლად, ხშირად ტალღოვანი კიდეებით. კანი შეიძლება მრავალფერად იყოს შეფერილი თაფლისფერ-ყავისფერიდან მომწვანო-ზეთიხილისფრამდე, ცენტრში უფრო მუქი. ზედაპირი დაფარულია იშვიათი ღია ფერის ქერცლებით, ასაკთან ერთად შეიძლება გაქრენ.
ნორჩი სოკოების ქუდის რბილობი მკვრივია, მოთეთრო, ასაკთან ერთად თხელდება; ფეხი ბოჭკოვანი, ასაკიან სოკოებს უხეში შემადგენლობის. სუნი და გემო სასიამოვნო.
ფირფიტები შედარებით იშვიათი, ფეხთან შეზრდილი ან ოდნავ დაღმავალი. ნორჩები მოთეთრო ან სხეულის ფერია, მომწიფებისას ოდნავ მუქდებიან მოვარდისფრო-ყავისფერამდე, შეიძლება დაიფარონ მურა ლაქებით.
ფეხები სიგრძით8-10სმ. და 1-2სმ. დიამეტრში, ერთიანი, ღია ყვიტელი-მოყავისფრო ზედაპირით, ქვედა ნაწილში უფრო მუქი მოყავისფრო-მურა ფერამდე. ძირში შეიძლება იყვნენ ოდნავ გაფართოებული, მაგრამ არა გაბერილი. ფეხის ზედაპირი, ისევე როგორც ქუდის, დაფარულია ფანტელებისმსგავსი ქერცლით. ნაყოფის სხეული ხშირად შეზრდილია ბეხის ბაზასთან.
საფარის ნარჩენები: რგოლი ფეხის ზედა ნაწილში, როგორც წესი პირდაპირ ქუდის ქვეშ, კარგად შესამჩნევი, აპკისებური, წვრილი, მოთეთრო ყვითელი კიდეებით. გარსი არ აქვს.
სპორების ფხვნილი თეთრი, სპორები 8,5×5,5მკმ, ფართოელიფსისმაგვარი.
ცვალებადობა
მიჩნეულია, რომ ქუდის ფერი დამოკიდებულია იმ სუბსტარტზე, რომელზეც სოკო ცხოვრობს. მანჭკვალები, რომლებიც იზრდებიან ვერხვის, თეთრი აკაციის, თუთის ხეებზე, აქვთ თაფლისფერ-მოყვითალო ელფერი, მუხის ხეზე მოყავისფრო, ანწლზე მუქი ნაცრისფერი, წიწვოვან ხეებზე მოწითალო-მოყავისფრო.
ეკოლოგია და გავრცელება
ყველაზე ხშირად არის პარაზიტი, აზიანებს ხეების და ბუჩქების დაახლოებით200 სახეობას, შედარებით იშვიათად ვნებს ბალახოვან მცენარეებს, ისეთებს, როგორიც არის კარტოფილი. იწვევს მერქნის თეთრად ლპობას. იზრდება დიდ ოჯახებად (ძალიან იშვიათად გვხვდება ცალკეული მანჭკვალები) ცოცხალი ხეების ტანზე და კუნძებზე. შეუძლია გავრცელდეს დაუსახლებელ ხეებზე მიცელიუმის შავი ზონარისმაგვარი ჭიმების მეშვეობით, რომლის სიგრძეც აღწევს რამდენიმე მეტრს. მათი შემჩნევა ხშირად არის შესაძლებელი მცენარის დაზიანებული ქერქის ქვეშ.
მანჭკვალები ხანდახან საპროფიტებია: ისინი იზრდებიან კუნძებზე და მკვდარ ხეებზე, განსაკუთრებულად მოსავლიან წლებში ჩამოცვენილ ტოტებზეც და ხანდახან ჩამოცვენილი ფოთლების ყუნწებზეც. ასეთ დროს ღამით კუნძებზე შეინიშნება თეთრი ნათება.
ფართოდ არის გავრცელებული ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ტყეებში სუბტროპიკებიდან ჩრდილოეთამდე, არ გვხვდება მხოლოდ მუდმივი გამყინვარების რაიონებში.
ურჩევნია ტენიანი ტყეები, განსაკუთრებით ხშირად შეიძლება შეგვხვდეს იმ ხეებზე და კუნძებზე, რომლებიც ხეობებშია. ამოდის ასევე იმ კუნძებზე, რომლებიც ტყის გაკაფვის მერე რჩება, შემდეგი მონაცემები მიღებულ იქნა უკრაინის ბარის ნაწილზე:
• გაკაფვიდან 2-3 წლის მერე ჩნდება (ამოდის) არყის, თელის, ვერხვის და მურყანის კუნძების გარშემო;
• 8-10 წლის შემდეგ მუხის და ფიჭვის კუნძებზე.
შემოდგომის მანჭკვალას მოსავალი დამოკიდებულია მოცემული სეზონის ამინდის პირობებზე. ხელსაყრელი წლების პირობებში მოსავალმა შეიძლება მიაღწიოს 265-405კგ/ჰა, არასასურველი (მშარი შემოდგომა)პირობების დროს 100კგ/ჰა-მდე (მონაცემები მიღებულია 1970-იან წლებში როვნოს ოლქში).
სეზონი: აგვისტოს ბოლო ზამთრის დასაწყისი, უფრო მასიურად იძლევა ნაყოფს სექტემბრის პირველ ნახევარში ან როდესაც საშუალო დღიური ტემპერატურა +15...+100 ცელსიუსს ქვემოთ არის. იზრდება ბევრ რეგიონში ორ-სამ ფენად, თითოეულის ხანგრძლივობა 15-20 დღე გრძელდება.
მსგავსი სახეობები
საკვებად ვარგისი:
• მანჭკვალა ზაფხულის (Kuehneromyces mutabilis)
• მანჭკვალა ცხრილისებური (Armillaria tabescens) და Armillaria-ს სხვა სახეობები.
საკვებად უვარგისი და შხამიანები:
• მანჭკვალა მატყუარა გოგირდოვანი-ყვითელი (Hypholoma fasciculare) და სხვა მატყუარა მანჭკვალები, რომლებისგანაც ადვილად გაირჩევა ფეხზე რგოლის არსებობით.
საკვები ღირებულებები
სხვადასხვა წყაროებში მოხსენიებულია, როგორც საკვებად ვარგისი ან პირობიტად-საკვები სოკო. ბოლომდე მოუხარშავმა შეიძლება გამოიწვიოს საკვების მონელების ალერგიული გაღიზიანება. დასავლეთში მანჭკვალა არ არის პოპულარულ, ითვლება იაფფასიან ან სულაც საკვებად უვარგის სოკოდ, რუსეთში და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მასიურად კრიფავენ და იყენებენ, აქ ის ითვლება ერთერთ საუკეტესო ფირფიტოვან სოკოდ. გამოკითხვების მონაცემების მიხედვით, რომელიც ყირიმში ჩატარდა, 60%-მდე სოკოების მკრეფავი კრეფს მანჭკვალას, ძირითადად შემოდგომისას. ბევრი მათგანი საჭმელად მხოლოდ ნორჩ ეგლემპლარებს ან მხოლოდ ქუდებს არჩევს.
მანჭკვალა შეიცავს ძვირფას მიკროელემენტებს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ სისხლის უჯრედოვანი ელემენტების წარმოქმნაში, მაგალითად 100გრ. მანჭკვალას მიღება აკმაყოფილებს ორგანიზმისთვის საჭირო თუთიის და სპილენძის დღეღამის ნორმას.
მანჭკვალას გამოიყენებენ საკვებად დაწნილებული, მარინადის, შემწვარი, მოხარშული და გამხმარი სახით.